logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"წელს ტურისტთა ნაკადის 20%-იანი მატება გვაქვს" - ახალციხის(რაბათის) ციხე

სტატისტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელს ტურისტთა ნაკადის 20%-იანი მატება გვაქვს, რაც ახალციხის ციხის კომუნიკაციის და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერების, განახლებული გეგმის კონცეფციის განხორციელებით და ზოგადად, ქვეყანაში ტურისტული სეგმენტის საგრძნობლად მომატებული აქტიურობით არის განპირობებული, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" ახალციხის(რაბათის) ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2025 წლის 5 თვეში ტურისტული ობიექტი  30 148 ვიზიტორმა მოინახულა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში -  25 210 ვიზიტორმა.

"ახალციხეში, რაბათის ისტორიულ უბანში მდებარე ახალციხის ციხე კომპლექსი, 2012 წლის 16 აგვისტოს გაიხსნა. იგი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციას წარმოადგენს. გახსნის დღიდან დღემდე, 2025 წლის 1 ივნისის მგდომარეობით, კომპლექსს 1 473 104 ვიზიტორი ეწვია.

კერძოდ, ბოლო 5 თვეში ტურისტული ობიექტი  30 148 ვიზიტორმა მოინახულა, საიდანაც,  საქართველოს მოქალაქე -  15 206 იყო, ხოლო -  14 942 უცხოელი. რაც შეეხება 2024 წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით, ტურისტთა საერთო რაოდენობამ  25 210 ვიზიტორი შეადგინა. აქედან, საქართველოს მოქალაქე - 11 424 იყო, ხოლო - 13 786 უცხოელი ვიზიტორი", - აცხადებს ზაზა თამარაშვილი. 

ცნობისთვის, ახალციხეში, რაბათის ისტორიულ უბანში მდებარე ახალციხის ციხე კომპლექსი 2012 წლის 16 აგვისტოს გახსნა იგი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციას წარმოადგენს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ისტორიული, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლოკაციები, აგრეთვე კომპლექსის ისტორიულ ფლიგელში მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, რომლის ექსპოზიციაზეც წარმოდგენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც მოპოვებულია, როგორც რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მხარეში.

კომპლექსს ჰყავს 16 მაღალკვალიფიციური საექსკურსიო გიდი, რომლებიც ექსკურსიებს ატარებენ 6 ენაზე, როგორც ქართულ ასევე, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. აგრეთვე აღსანიშნავია რომ კომპლექსს აქვს აუდიო გიდის 3 ენოვანი სერვისიც. კომპლექსი იყოფა ორ ფლიგელად. ქვედა, უფასო ფლიგელში განთავსებულია კომერციული დაწესებულებები და უმეტესად იქ იმართება ღონისძიებები, ხოლო რაც შეეხება ზედა ისტორიულ ფლიგელს, იქ შესვლა ფასიანია და ბილეთის ღირებულება უცხო  ქვეყნის  მოქალაქის შემთხვევაში შეადგენს: ზრდასრული - 18 ლარი, სტუდენტი - 15 ლარი, მოსწავლე - 12 ლარი, ხოლო საქართველოს  მოქალაქის შემთხვევაში: ზრდასრული - 7 ლარი, სტუდენტი - 3 ლარი, პენსიონერი - 3 ლარი, მოსწავლე - 2 ლარი.

გამოგვყევით