logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-მა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა

სებ-მა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა

1750327925

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობასა და ბაზარზე კონკურენციის ზრდას.

ახალი წესი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს.

"მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება.

წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულად: Non-Banking@nbg.gov.ge. განიხილება მხოლოდ წესით განსაზღვრული ფორმით წარმოდგენილი და დასაბუთებული კომენტარები,"-ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით