დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა. აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ტარიფებს 25%-დან 50%-მდე გაზრდის, ძალაში შევიდა.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ეს ღონისძიება „აღმოფხვრის ფოლადისა და ალუმინის ნაწარმისა და მათგან წარმოებული პროდუქტების იმპორტით შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტარიფების ზრდის შესახებ განცხადება გასულ კვირაში გაავრცელა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი „კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-ის ფოლადის ინდუსტრიას“.