ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოს საფინანსო სისტემამ შუა დერეფნის განვითარებას ფეხი უნდა აუწყოს.
"რუსეთ-უკრაინის ომმა და სხვა დაძაბულობამ გააძლიერა შუა დერეფნის როლი, სადაც საქართველო ცენტრალურ ადგილას იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ ვაჭრობა გაძლიერდა და უნდა გაძლიერდეს ჩვენი გავლით, ჩვენი საფინანსო და საგადახდო სისტემა მეტად უნდა იყოს ინტეგრირებული მეზობელ ქვეყნებთან. ამაზე საუბარი გვაქვს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, ასევე საუბარი გვაქვს ჩინეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი სასაზღვრო ვაჭრობა, რეგიონალური ვაჭრობა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მარტივი, სწრაფი, იაფი გადახდებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, 2023 წელს ხელი მოეწერა მყისიერი გადახდების სისტემას, რომელიც 2026 წლის ბოლომდე დაინერგება.
"წელს ბანკებთან ერთად ამ სისტემის დანერგვა დავიწყეთ. ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს სისტემა 2026 წლის ბოლომდე დაინერგება. ანგარიშსწორების სისტემა იქნება 24/7-ზე",- განაცხადა ნათია თურნავამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.