logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99.2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა" - ღვინის ეროვნული სააგენტო

"კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99.2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა" - ღვინის ეროვნული სააგენტო

1790837377

1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 133 884 ტონაა (99,2%), ხოლო მკვახე და უხარისხო  -  1 116 ტონა (0,8%). ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, კახეთში ყურძნის მოსავალი 9 800 მევენახემ დააბინავა. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია  1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე  - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე  - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს,  ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

გამოგვყევით