logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

სტარტაპი lelogen-ი რაგბის მატჩების ტრანსლაციას და მოთამაშეების ანალიტიკას სექტემბრიდან დაიწყებს

სტარტაპი lelogen-ი რაგბის მატჩების ტრანსლაციას და მოთამაშეების ანალიტიკას სექტემბრიდან დაიწყებს, - ამის შესახებ სტარტაპი lelogen-ის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სტარტაპი ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გატანას გეგმავს.

"სტარტაპი lelogen-ი რაგბის მატჩების ტრანსლაციასა და მოთამაშეების სტატისტიკის დაგენერირებას გულისხმობს. გვსურს, რომ ჩვენი სერვისი როგორც უმაღლესი რაგბის, ისე საბავშვო და აკადემიების რაგბიზე იქნება გათვლილი. ვებგვერდი დამუშავების ეტაპზეა და ვფიქრობთ, რომ სექტემბრიდან მუშაობას აქტიურად დავიწყებთ. მატჩების ტრანსლაცია და მოთამაშეების სტატისტიკის ნახვა შეეძლება მშობლებს, მწვრთნელებს და ყველა დაინტერესებულ პირს. არის შემთხვევები, როდესაც ვერ ახერხებენ თამაშებზე დასწრებას, ასევე პროფესიონალურ დონეზე ასე მარტივად ხელმისაწვდომი მოთამაშეების სტატისტიკა არ არის. შესაბამისად, ჩვენ ინფორმაციის მოძიების დროს ვამცირებთ და ასევე, ხარისხს ვზრდით, რაც შემდგომ როგორც მოთამაშეებს დაეხმარება ინდივიდუალური განვითარებისთვის, ასევე მწვრთნელებს გაუმარტივებს სელექციას. 


ჩვენ საწყის ეტაპზე გვსურს, რომ ქართულ რაგბის დავეხმაროთ და სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამის შემდეგ ამ პროდუქტის კავკასიაში და ევროპაში გატანას ვგეგმავთ. გვქონდა გარკვეული საუბარი პროფესიონალებთან და მოთამაშეებთან და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროდუქტის მიმართ ინტერესი იქნება", - აცხადებს ნიკოლოზ ჟორჟოლიანი. 

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.

გამოგვყევით