logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ისრაელის მიმართულებით სააღდგომო ტურებზე არც ერთი მოთხოვნა არ შემოსულა - Voyager 365

ისრაელის მიმართულებით სააღდგომო ტურებზე არც ერთი მოთხოვნა არ შემოსულა, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ტურისტული კომპანია ქართველ დამსვენებლებს წინასწარ აწვდის ინფორმაციას ყველა იმ შესაძლო საფრთხეებსა და რისკებზე, რომელიც ისრაელის საზღვრის კვეთის დროს შეიძლება შეხვდეთ და შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე იქ გამგზავრების სურვილი არავის გასჩენია.

"ასეთი წელის შესაძლოა ითქვამს, რომ არ ყოფილა. ბოლო წლებში აღნიშნული მიმართულებით მოთხოვნა შემცირებული იყო, თუმცა მცირე რაოდენობით მაინც იყო - ახლა კი საერთოდ არ შემოსულა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია. მოქალაქეები ამ მიმართულებით გამგზავრებას ერიდებიან. ჩვენც შესაბამისად, არ გვქონია ისრაელის ტურებზე შეთავაზებები", - აღნიშნავს გოგა ქუცნიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყოველ აღდგომას წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსაბრძანებლად ისრაელში მომლოცველები მიემგზავრებიან.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, აქ  ვითარება მკვეთრად გამწვავებულია - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. 

გამოგვყევით