logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

გიორგი დოლიძე: სახელმწიფო კერძო სექტორის პულსს უსმენს

გიორგი დოლიძე: სახელმწიფო კერძო სექტორის პულსს უსმენს

1775722356

დღეს არსებული გამოწვევები პირდაპირ კავშირშია გლობალურ პროცესებთან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე,- ამის შესახებ  HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლმა, გიორგი დოლიძემ განაცხადა, რომელიც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძესა და  ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრაზე  ყურადღება დაეთმო არსებული გლობალური რისკ-ფაქტორების გავლენის შეფასებასა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც ტურიზმის სექტორს ადაპტაციასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

„გამოწვევა ნამდვილად გლობალურია და განპირობებულია იმ რისკ-ფაქტორებით, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდება მსოფლიო მასშტაბით. როდესაც ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრები, როგორიც ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დროებით შეზღუდულია, ეს პირდაპირ აისახება სექტორზე. თუმცა 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა, ასევე, პირდაპირი ფრენების დამატებამ, 2026 წლის კრიზისი ნაწილობრივ გადაფარა. მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო უსმენს კერძო სექტორის პულსს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ფორსმაჟორულ სიტუაციებში უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმები. დღეს საქართველო მზად არის მეტი ტურისტის მისაღებად როგორც მშვიდობისა და  ეკონომიკური წინსვლის, ისე კერძო და სახელმწიფო სექტორების მზაობის თვალსაზრისით“,- განაცხადა გიორგი დოლიძემ.

გამოგვყევით