logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სათამაშო ბიზნესის სფეროში რეგულაციები მკაცრდება

სათამაშო ბიზნესის სფეროში რეგულაციები მკაცრდება. ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონში შედის. ცვლილების მიზეზი გახშირებული დარღვევებია. განმარტებით ბარათში წერია, რომ მოქმედი ჯარიმები ეფექტურად ვერ მოქმედებს და კომპანიებისთვის ხშირად წესის დარღვევა უფრო "მომგებიანია", ვიდრე მისი დაცვა.

კანონპროექტის თანახმად, ჯარიმა ზოგ შემთხვევაში სამმაგდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ათმაგდება. მაგალითად, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით.

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით.

ამასთან, თუ კომპანია სანებართვო მოსაკრებელს დროულად არ გადაიხდის, შესაძლოა, ნებართვა საერთოდ გაუუქმდეს.

"აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სანებართვო პირობების კეთილსინდისიერ შესრულებას და უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ",- წერია განმარტებით ბარათში. 

გამოგვყევით