logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ავიაბილეთებზე, ფასების დაახლოებით, 20-30%-იანი ზრდა მოუწიათ იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც შორ მანძილზე ოპერირებენ - Go Tour

ავიაბილეთებზე ფასების, დაახლოებით, 20-30%-იანი ზრდა მოუწიათ იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც შორ მანძილზე ოპერირებენ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Go Tour-ის დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, საავიაციო საწვავის გაძვირებამ დიდი გავლენა იქონია ავიაკომპანიების სატარიფო პოლიტიკაზე.

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან ამ დრომდე, საავიაციო საწვავი თითქმის 100 პროცენტით გაძვირდა, რამაც გლობალური ავიაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. იმ უდიდეს ავიაკომპანიებს, რომლებიც ისეთი მიმართულებებით ოპერირებენ, როგორებიცაა მაგალითად - ჩინეთი, აშშ, მოუწიათ, რომ ბილეთები გაეძვირებინათ 20-დან 30%-მდე. რაც შეეხება, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, ჯერჯერობით, ისინი ავიაბილეთებზე არსებულ ტარიფებს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ და ფასების ზრდა მხოლოდ 10%-ის ფარგლებშია“, - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.

ცნობისთვის, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე, ავიაციის ინდუსტრია წელს რეკორდულ, 41 მილიარდი დოლარის მოგებას პროგნოზირებდა, თუმცა საავიაციო საწვავზე ფასების გაორმაგებამ ეს პროგნოზი უკვე არარეალური გახადა. 

გამოგვყევით