logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან ჯავშნები გაუქმდა, სტუმრები ჩინეთიდან და რუსეთიდან არიან - სასტუმრო "ქვევრები"

არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ არაბული ქვეყნებიდან ჯავშნები გაგვიუქმდა და ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა, - ამის შესახებ სასტუმრო "ქვევრების" დამფუძნებელმა გიორგი როჩიკაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ტურისტული სეზონი აქტიურად დაიწყო, თუმცა ირან-ისრაელის ომის ფონზე, ჯავშნები გაუქმდა და ამ ეტაპზე სასტუმროში დაბალი აქტივობაა.

"სხვადასხვა ქვეყნიდან ფრენების 80% გაუქმებულია და შესაბამისად, ეს აისახება ჩვენზეც. ყოველ წელს რაღაც ხდება. ამ ეტაპზე სასტუმრო მცირე დატვირთვით მუშაობს. ჩვენი სტუმრები ჩინეთიდან და რუსეთიდან არიან, თუმცა როგორც აღვნიშნე ძალიან მცირე რაოდენობით. რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს - შემოგვდის თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, არ ვიცი რა გითხრათ", - გიორგი როჩიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. დარტყმები ისრაელში 30 ადგილზე განხორციელდა, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ცნობისთვის, სასტუმრო "ქვევრები" 2023 წელს შეიქმნა. ტერიტორია სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს  20 ქვევრ-ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია.  ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.

პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.

გამოგვყევით