logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სახელოსნო EBRA გერმანიაში, ბრენდული მაღაზიის გახსნას, შემოდგომის ბოლოს გეგმავს

ხელნაკეთი, კერამიკული ნამუშევრების, შემოქმედებითი სახელოსნო EBRA გერმანიაში ბრენდული მაღაზიის გახსნას შემოდგომის ბოლოს, ნოემბერში გეგმავს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" EBRA-ს დამფუძნებელი, ლევან ებრალიძე აღნიშნავს, კომპანია ამ ეტაპზე, ასორტიმენტის გაზრდას აპირებს. კერძოდ, ერთ-ერთ მიმართულებად ქართული ხელნაკეთი ჭურჭელის - დოქებისა და ფიალების ახალი დიზაინის შექმნას განიხილავს.

ლევან ებრალიძის ინფორმაციით, უცხოური ბაზრის პარალელურად, ბრენდული მაღაზიის გახსნა ადგილობრივ ბაზარზე სურს და სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს, ახალი სივრცე მზად იქნება.

"ასორტიმენტის მოგროვების პროცესში ვართ. ჯერჯერობით პირველი პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარზე მაღაზიის გაზრდაა. შემდეგ უკვე, გერმანიის მიმართულებით აქტიურ მუშაობას დავიწყებთ, მოგეხსენებათ ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს, რადგან ჩვენი ნივთები ხელით კეთდება. შემოდგომის ბოლოს კერძოდ, ნოემბერში იმედია, რომ ყველაფერს მოვასწრებთ. გვინდა, რომ უცხოურ მაღაზიაში ყველანაირი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყოს.

მინდა უფრო დავაკონკრეტო, კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო - EBRA სხვადასხვა, კერამიკულ ნივთს ხელით ქმნის. ძირითადი კატეგორიებია: სანათები, ლარნაკები, სახილეები და ა.შ. ამ ეტაპზე, პროდუქციას ონლაინ ვყიდით, მაღაზია გვქონდა, თუმცა ადგილმდებარეობა შესაფერისი არ იყო და დავკეტეთ. ასორტიმენტის გაზრდას, რაც შეეხება - ვგეგმავთ, აღნიშნული მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ და სიახლეების დანერგვის მომხრე ვართ. კონკრეტულად გვინდა, რომ ყვავილების ქოთნების ხაზი უფრო განვავითაროთ, ასევე ჩვენთვის საინტერესოა  ქართული ჭურჭელი -  ფიალები, დოქები - უკვე ახალ დიზაინზე ვმუშაობთ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ მომხმარებლებში ყველაზე მეტად პოპულარულობით სანათები სარგებლობს", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

EBRA-ს ხელმძღვანელმა ასევე, გაყიდვების ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებლების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-25%-ით გაიზარდა. 

    "მინდა გითხრათ, რომ გაყიდვების რაოდენობა, გაიზარდა. მოთხოვნის ზრდას ცნობადობის გაზრდას ვუკავშირებთ. მოგეხსენებათ, როდესაც ცნობადობა იზრდება გაყიდვებზეც ადეკვატურად ისახება. მარკეტინგული კუთხით ვიზრდებით, ამავდროულად ხარიხის დახვეწა საქმეზეც აისახება. როდესაც ადამიანები ჩვენს მომხმარებლებთან შეძენილ ნივთს ხედავენ, მოსწონთ და უკვე პოტენციური მყიდველები ხდებიან. რაც შეეხება, ჩვენს ნიშას, დამკვეთების აზრს, თუ დავეყრდნობით - დახვეწილ ნამუშევრებს ვქმნით! რაც მთავარია, ყოველი ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავდება.

    ნედლეულის მიმართულებით, რომ გესაუბროთ, ნედლეულს საზღვარგარეთ ვყიდულობთ, რადგან საქართველოში თიხის გადამმუშავებელი ქარხანა არ არსებობს, რომელიც ისეთი ხარისხის მასალებს მოგვცემს, რაც ჩვენთვის მისაღები იქნება. ამასთან ჩვენი მომხმარებლების დიდი წილი 90% ადგილობრივი მოსახლეობაა, დანარჩენი მცირე ნაწილი კი 10% უცხოელ მომხმარებლებს მოიცავს", - აღნიშნავს ლევან ებრალიძე.

    ცნობისთვის, ხელნაკეთი, კერამიკული ნამუშევრების, შემოქმედებითი სახელოსნო EBRA ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. სახელოსნო თბილისში, ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარეობს.

    გამოგვყევით