ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე მდებარე, 26 ნომრიანი სასტუმრო "შაორის" გენერალური მენეჯერი, ირაკლი ჯმუხაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, სასტუმროს მომხმარებლები, როგორც აუზის, ასევე საკონფერენციო დარბაზის ქონით დაინტერესებული არიან.
ირაკლი ჯმუხაძის ინფორმაციით, საკონფერენციო დარბაზს განსაკუთრებით, კორპორაციული მომხმარებლები იკავებენ.
"ჩვენი სასტუმრო დაახლოებით, 60-65 ადამიანს იტევს. როგორც წესი, ივლისის მეორე ნახევარში 80%-იანი დატვირთვა გვაქვს ხოლმე, ხოლო აგვისტოში დაკავებული მინიმუმ 90% გვაქვს. სექტემბერში მომხმარებელთა რაოდენობა იკლებს... წინასწარი ჯავშნებს, რაც შეეხება - ივლისში 40% უკვე დაჯავშნილია, ასევე წინასწარი ჯავშნები უკვე აგვისტოშიც გვაქვს. ამჟამად კი, 60%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ.
ეზოში აუზი გვაქვს... ჩვენი სასტუმროს შემთხვევაში, აუზი ძალიან მნიშვნელოვანია, თითქმის ყველა დამსვენებელი, პირველ რიგში, აუზს კითხულობს. მინდა გითხრათ, რომ დაინტერესებული არიან, ასევე ღია სივრცეებით. ზაფხულის სეზონი მაინც წამყვანი გახლავთ და მომხმარებლების მოთხოვნას ყოველთვის ვითვალისწინებთ.
საკონფერენციო დარბაზის თემას, რაც შეეხება - ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენს სასტუმროს აქვს. მოთხოვნას, რაც შეეხება, აღნიშნული მიმართულებით დაინტერესება ხშირია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო - კორპორაციული ჯავშნები, კერძოდ, მომხმარებლების მხრიდან, საკონფერენციო დარბაზის დაკავება ძალიან ხშირად სწორედ ამ სეგმენტზე მოდის. კერძოდ, უფრო დეტალურად რომ ჩავშალო, პოტენციური მომხმარებლები ჩვენთან პირველადი შეხების დროს - დარეკვისას აუზისა და საკონფერენციო დარბაზის არსებობის საკითხს წინასწარ განიხილავენ. დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ მომხმარებლებში, აღნიშნული 2 მიმართულება მოთხოვნადია", - აღნიშნავს ირაკლი ჯმუხაძე.
ცნობისთვის, სასტუმრო "შაორი" ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე მდებარეობს და 26 ნომრისგან შედგება.