logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

საქართველო და აზერბაიჯანი ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველო და აზერბაიჯანი ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

1744125075

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკას და შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის ძირითად მხარეებთან. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, GITA-ს წარმომადგენლები ეწვივნენ აზერბაიჯანის ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA), აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრს (AIM) და აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების ცენტრს.

საუბარი შეეხო ინოვაციური ციფრული პროდუქტების დანერგვას, რეგიონში სტარტაპ კომპანიებისა და ინოვატორების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარებას, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.  

ქართული დელეგაციის მხრიდან ეს იყო საპასუხო ვიზიტი აზერბაიჯანელი კოლეგების მხრიდან განხორციელებული ბოლოდროინდელი ვიზიტისა,  რომლის დროსაც გამოიხატა თანამშრომლობის მაღალი ინტერესი  და დაიგეგმა კონკრეტული ინიციატივები ორი ქვეყნის სააგენტოს შორის კოლაბორაციის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და აზერბაიჯანის ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ ფარიდ ოსმანოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას და რეგიონის ინოვაციების ეკოსისტემის წარმოჩენას გლობალურ არენაზე.  

მხარეთა მიერ დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რაც გულისხმობს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას და უახლოეს მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.

გამოგვყევით