ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7516 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7496 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1305 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1227 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა.