ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მოთხოვნადი კონსულტაციებია: ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის და დერმატოლოგიური კონსულტაციები, - ამის შესახებ სამედიცინო სერვისების ონლაინ კატალოგის Doctency.com-ის დამფუძნებელმა მარად ბარამიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვებგვერდის მომხმარებლების 50% აშშ-ზე მოდის, შემდეგ არის დიდი ბრიტანეთი 30%, ხოლო დანარჩენი 20% ევროპისა და აზიის ქვეყნებზე ნაწილდება.
„Doctency.com პაციენტებს სპეციალისტებთან მსოფლიოს მასშტაბით აკავშირებს. პლატფორმა მომხმარებლებს ისეთ სერვისებს სთავაზობს როგორიცაა ტელემედიცინა, სამედიცინო სერვისების ჯავშნები და . აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ტელემედიცინა იქნება. Doctency ეფექტურს ხდის კლინიკების პრაქტიკას, და ამცირებს დროს, რომელიც საჭიროა პაციენტის კონსულტაციისათვის ან/და სამკურნალოდ.
Doctency ბაზარზე 2025 წლის იანვარში როგორც სამედიცინო ბიბლიოთეკა გამოჩნდა, თუმცა ამ დროისათვის Doctency 4 კლინიკას და 60-მდე ექიმს აერთიანებს. დღევავნდელი დღის მდგომარეობით, ჩვენს ექიმებს გაწეული აქვთ 50-მდე ონლაინ კონსულტაცია. ამ ეტაპზე სისტემაში სამედიცინო ჯავშნები ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა სისტემაში კლინიკების რაოდენობის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა ეს სიტუაციაც შეიცვლება.
მოთხოვნა მიწოდებასთან შედარებით უფრო მაღალია. სამწუხაროდ მოცემულ მონაკვეთში ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ ბაზრის მოთხოვნას რადგან სისტემაში საჭირო რაოდენობის კლინიკები და კონკრეტული მიმართულებების სპეციალისტები რეგისტრირებული არ გვყვას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ეს სურათიც შეიცვლება“, - აცხადებს მარად ბარამიძემ.
სტარტაპის დამფუძნებლის ცნობით, Doctency ამჟამად აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მისივე შეფასებით, ტელემედიცინის, თუ სამედიცინო სერვისების ჯავშნების მიმართულებით თამაშის წესებს გაცილებით გაამარტივებს და შეცვლის.
„თავდაპირველად ჩვენს მთავარ ამოცანას ადგილობრივი ბაზარის ათვისება წარმოადგენს, რაც ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, და არამხოლოდ ქვეყნისათვის. Doctency საშუალებას მისცემს ქართველ სპეციალისტებს, რომ საერთაშორისო დონეზე მოახდინონ მათი ცოდნის მონეტიზაცია. ასევე კარგი საშუალებაა ჯანდაცვის მთლიანი სისტემისათვის, რადგან Doctency-ს პარტნიორ კლინიკებს, თუ ექიმებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო ნეთვორქინგის წევრები იყვნენ, რაც გამოცდილების გაზიარებისათვის და ახალი საქმმიანი ურთიერთობის დასამყარებლად საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ ღია ვართ, ნებისმიერ ქართულ კლინიკასთან და სპეციალისტთან თანამშომლობისათვის“, - აღნიშნა სტარტაპის დამფუძნებელმა.