logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

დიდ ლილოში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დიდ ლილოში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

1760513434

დიდ ლილოში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამუშაოები ნიავის ქუჩა N8-ში, დაახლოებით, 2 400 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.

რეკრეაციული სივრცე ეწყობა დიდ ლილოშიც. შესაბამისი სამუშაოები დაახლოებით, 2 400 კვ.მ-ზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების, მოსასვენებელი და სავარჯიშო სივრცეების  მოწყობა, ასევე, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ტერიტორია სრულად გამწვანდება. სკვერში, ასევე, ეწყობა გრუნტის დამჭერი კედლები და დამცავი ჯებირი, რაც მნიშვნელოვანია, რათა აღნიშნული სივრცე უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოგვყევით