აშშ-ის სენატმა უკვე მერვედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, ე.წ. შათდაუნი გრძელდება.
კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან მხოლოდ 49 მიიღო, 45-მა სენატორმა წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის ე.წ. შათდაუნი, სულ მცირე, კიდევ ერთი დღე გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ახალი კენჭისყრა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს დახურვა შეიძლება, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყოს.
ცნობისთვის, ე.წ. შათდაუნი უკვე 15 დღეა, გრძელდება, რის გამოც ათასობით ფედერალური თანამშრომელი იძულებულია, ანაზღაურების გარეშე იმუშაოს.
1tv.ge