logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"GITA-ს მიერ სტარტაპების ინვესტირება მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს სტარტაპები წარმატებული იქნება"

"GITA-ს მიერ სტარტაპების ინვესტირება მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს სტარტაპები წარმატებული იქნება"

1759395293

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ სტარტაპების ინვესტირება მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს სტარტაპები წარმატებული იქნება. ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა  GITA-ს საქმიანობის ანგარიშს გაცნობისას განაცხადა. 

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს ჩვენი ეკონომიკის გარდაქმნისა და საქართველოში მომავლის ეკონომიკის მოდელის ჩამოსაყალიბებლად.

სხდომაზე კომიტეტის წევრები საინტერესო და წარმატებულ სტარტაპებს გავეცანით, რომლებიც სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სხდომაზე სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სააგენტოს საქმიანობასა და წარმატებული სტარტაპების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ის საქართველოში არსებული 9 სხვადასხვა ტექნოპარკის საშუალებით არაერთ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს, რომლითაც 100 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

მან თანადაფინანსების პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 299 თანადაფინანსებული პროგრამის შედეგად 4 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

პროგრამების ჯამური ინვესტიცია 46.5 მილიონი ლარია. კომიტეტის სხდომაზე, სააგენტოს საქმიანობის პრეზენტაციის პარალელურად, წარმატებული სტარტაპ პროგრამების მონაწილეებმაც ისაუბრეს და კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს.

გამოგვყევით