“აუცილებლად გასაძლიერებელია ცოდნაზე ხელმისაწვდომობა, რასაც ახალი პროგრამა ითვალისწინებს.”-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
დავით სონღულაშვილის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შესაბამისი ექსპერტების ჩამოყვანა, ექსპერტიზის და ცოდნის გაზიარება ფერმერებისთვის, ამასთან, პრიორიტეტი იქნება მექანიზაციის გაძლიერება. მისივე შეფასებით, სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი სექტორია და მისი განვითარების სწორად დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“თუ გვინდა ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ, რომელსაც შესაძლებლობა იქნება კონკურენტუნარიანი, ამისთვის საჭიროა სწორი თანმიმდევრული პოლიტიკა განვახორციელოთ”,-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში გაჩნდა სიახლეები აკვაკულტურის მიმართულებით, სადაც პროდუქციის 85% იმპორტირებულია.
“სწორედ ასეთი მიმართულებების წახალისებით იქნება შესაძლებლობა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ რომ საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა, ჩვენ ვერ ვიქნებით მასობრივი პროდუქციის წარმოებაში კონკურენტუნარიანი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტული ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში. რისი დეფიციტიც დღეს დგას”,-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში თითოეული ფერმერი შედეგს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღებს.
“ეს არის ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ამ პროგრამის დამუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები. გაზიარებული იყო შესაბამისი მცირემიწიანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკები. 2025 წლის განმავლობაში ყველა რეგიონში არაერთ ფერმერს შევხვდით, სადაც ის საჭიროებები წარმოჩინდა, რაზე დაყრდნობითაც მივიღეთ ცვლილებების გადაწყვეტილებები”,-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.