logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Lufthansa 2030 წლისთვის კომპანიის ადმინისტრაციული პოზიციებიდან 4 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს

Lufthansa 2030 წლისთვის კომპანიის ადმინისტრაციული პოზიციებიდან 4 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს

1759252800

გერმანული კონცერნი Lufthansa 2030 წლისთვის კომპანიის ადმინისტრაციული პოზიციებიდან 4 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს, რაც მისი საოფისე პოზიციების 20%-ია.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, სამუშაო ადგილების შემცირება მოხდება სამუშაო პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის ფონზე.

ამასთან, კომპანიამ დააკორექტირა მოგების სამიზნე მაჩვენებელი და ის 2028 წლიდან რვა პროცენტიდან ათ პროცენტამდე გაზარდა.

Lufthansa-ში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს მოგებამ უნდა გადააჭარბოს შარშანდელ მაჩვენებელს, რომელიც 1.6 მილიარდ ევროს შეადგენდა.

კონცერნი Lufthansa, რომელსაც 103 ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, უმსხვილესი ევროპული ავიაგადამზიდია. ავიაკომპანია Lufthansa-ს გარდა, კონცერნი აერთიანებს შვეიცარიის, ავსტრიისა და ბრიუსელის ავიახაზებს, ასევე  Eurowings. 

გარდა ამისა, კონცერნი არის იტალიური ავიაგადამზიდის „იტას“ აქციონერი. კომპანია 2030 წლისთვის გეგმავს 230-ზე მეტი ახალი თვითმფრინავის დამატებას და ავიაკომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შემოსავლების გასაუმჯობესებლად. ამის პარალელურად, 30 სექტემბერს იწურება Lufthansa -ს მფრინავების მიერ გაფიცვის გადაწყვეტილების მისაღებად დასახელებული ვადა. მფრინავების ძირითადი მოთხოვნა კომპანიის მიერ საპენსიო შენატანის გაზრდაა.

1tv.ge 

გამოგვყევით