"სითი დეველოპმენტის" - პროექტი Citizen Central Park-ის დირექტორის გოგა მაჭავარიანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე ინტერესი იზრდება
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, გეოპოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში საინვესტიციო განწყობებზე.
"რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში ძალიან დიდი მიგრაცია მოხდა, რამაც უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა გამოიწვია.
ახლო აღმოსავლეთის ომის შემთხვევაში მიგრაცია არ არის, თუმცა იქაური მცხოვრებლები უკვე ფიქრობენ, რომ ალტერნატიული ბაზარი საჭიროა. ალტერნატიულ ბაზარში კი რეალურად ჩვენი რეგიონია და სწორედ, ეს განაპირობებს ინტერესს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ინტერესი ცალსახად გაზრდილია, თუმცა იმას ვერ შევადარებთ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე იყო. აღსანიშნავია, რომ დუბაიში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობდა და ის რესურსი, რაც იქ იყო ბუნებრივია, უნდა გადანაწილდეს სხვაგან, სხვა რეგიონებში. შესაბამისად, ჩვენი რეგიონი საინვესტიციო რუკაზე საინტერესოა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დადებითი ძვრები იქნება", - აცხადებს გოგა მაჭავარიანი.
ცნობისთვის, City Development IG Development-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც უკვე საცხოვრებელ/დეველოპერულ პროექტებზე მუშაობს. მათი ყველაზე მთავარი პროექტი არის დიდი მასშტაბის კომპლექსი თბილისში - CITYZEN (Cityzen / Citizen Central Park), რომელიც საცხოვრებელ, კომერციულ და რეკრეაციული სივრცეს აერთიანებს.