logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცნობილია

"₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცნობილია

1758894342

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტები:

ჰიერა - პროექტის მიზაინია შეცვალოს ინტერიერის დიზაინერსა და კლიენტს შორის თანამშრომლობის მოდელი, შეიქმნება ერთიანი ციფრული სივრცე, რომლის მეშვეობითაც დიზაინერი შეძლებს გააზიაროს კლიენტთან სამუშაო ფაილები (რენდერები, ნახაზები, მუდბორდები, ხარჯთაღრიცხვა) და მიიღოს უკუკავშირი, რომელიც არ დაიკარგება.

გეოფაერ ახალციხე - სტარტაპის მიზანია ხანძრის ამომცნობი და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა, რომელიც RGB და თერმული კამერების და ხელოვნური ინტელექტის (computer vision) გამოყენებით შეძლებს ხანძარსაშიში კერების უწყვეტ მონიტორინგს, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში კი მის მომენტალურ აღმოჩენას და ხანძრის ადგილის კოორდინატების გამოგზავნას.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 6 რეგიონში და გამოვლინდა 23 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

გამოგვყევით