ყველაზე დიდი მოთხოვნა საკვების ფორმის საპნებზეა, - ამის შესახებ ხელნაკეთი საპნების მწარმოებელი კომპანია "იადეს" დამფუძნებელმა თამარ იაკობიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და სამომავლოდ მზარდი მოთხოვნის მოლოდინი აქვს.
"ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ. დაახლოებით 6 თვის წინ დავიწყე სხვადასხვა ფორმის საპნის წარმოება. ძალიან სასიამოვნო პროცესია და განვითარების გეგმებიც მაქვს. ამჟამად, ჩემი პროდუქცია ონლაინ იყიდება და გარდა ამისა, რამდენიმე მაღაზიაშიც შემაქვს", - აცხადებს თამარ იაკობიძე.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, სამომავლოდ ბაზარზე შესაძლოა "იადეს" სტენდიც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია განვითარების ფაზაშია.
ცნობისთვის, ხელნაკეთი, უნიკალური დიზაინის საპნების მწარმოებელი კომპანია "იადე" პროდუქციას სხვადასხვა არომატითა და დიზაინით ამზადებს. კომპანია როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ შეკვეთებს აქტიურად იღებს.