logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების მხრიდან დიდი აქტივობა შეინიშნება" - დავით მირცხულავა

ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების მხრიდან დიდი აქტივობა შეინიშნება, მათ შორის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებიდან, - ამის შესახებ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. დავით მირცხულავას შეფასებით, დღეს რიგი პროცესების დროში გაჭიანურება პროექტების განხორციელებას პრობლემებს უქმნის.

"წარმატებული ენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტი საინვესტიციო გარემოა, რომლის მნიშვნელობაც ძალიან დიდია. წინა კვირაში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა დიდ ჩინურ კომპანიასთან და ასევე, დასავლეთის 2 ქვეყნის კერძო ინვესტორებთან, რომლებიც გარკვეული მიმართულებებით მოღვაწეობას გეგმავენ. თვითონ ქვეყნის მხრიდან საინვესტიციო გარემოსთვის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია.

პრობლემები არის, რომელიც ძალიან სწრაფად არის გადასაწყვეტი, რომლებიც აწუხებთ როგორც ქვეყანაში შემომსვლელ ინვესტორებს, ისე ადგილობრივად მოღვაწე დეველოპერებს. პრობლემა დაკავშირებულია დროსთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მრავალი პროცედურა, მათ შორის, ნებართვების გაცემა და ა.შ. დროში არის გაჭიანურებული, რაც დიდ პრობლემას უქმნის პროექტების განხორციელებას. შესაბამისად, კარგი იქნება ამ პრობლემაზე ვიფიქროთ", - აცხადებს დავით მირცხულავა.

მანვე აღნიშნა, რომ "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის" პროექტი უმნიშვნელოვანესია და მას შესაძლოა საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკაზე შესაძლოა იმაზე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე იმ მეგაპროექტებს, რომლებიც გაზსადენების და ნავთობის ტრანზიტთან იყო დაკავშირებული.

გამოგვყევით