logo
Loading data...

Kass Diamond Resort-ის მშენებლობა დასრულდა, სასტუმროს გახსნას ზაფხულის ბოლოს ვგეგმავთ - KASS LAND

Kass Diamond Resort-ის მშენებლობა დასრულდა, სასტუმროს გახსნას ზაფხულის ბოლოს ვგეგმავთ - KASS LAND

1714459649

"წალკის კანიონში“  ახალი სასტუმრო ზაფხულის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან"  KASS LAND-ის დირექტორი  ეკატერინე თორდია აცხადებს. მისი ინფორმაციით, სასტუმროს სახელწოდება იქნება Kass Diamond Resort-ი, რომლის ოპერირებასაც  KASS LAND-ი საკუთარი ბრენდის ქვეშ განახორციელებს.

როგორც ცნობილია, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარია.  თუმცა, როგორც ეკატერინე თორდია განმარტავს, დამატებით კიდევ იგეგმება ინვესტირება ატრაქციონების მიმართულებით, თუმცა ინვესტიციის მოცულობას კომპანიის დირექტორი არ აკონკრეტებს.

მისი თქმით, სასტუმროს სამშენებლო ნაწილი უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. გახსნა ზაფხულის ბოლოს იგეგმება, რისთვისაც ვადა  კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეირჩა.

ახალი სასტუმროს გახსნის პარალელურად იგეგმება ტერიტორიაზე დამატებითი ატრაქციების მოწყობა.

რაც შეეხება ტურისტული ობიექტის მიმართ ინტერესს, ეკატერინე თორდიას ინფორმაციით, Kass Land Diamond Resort-ი გასულ წელს  100 ათასამდე ვიზიტორმა მოინახულა და მიმდინარე მინიმუმ გაორმაგებულ რაოდენობას ელოდებიან.

,,ტურისტული ობიექტის მიმართ ინტერესი მუდმივად მზარდია. მარტო მარტი-აპრილის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  უკვე 30% -მდე არის გაზრდილი“, - აცხადებს KASS LAND-ის დირექტორი  ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

მისი ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტს  ძირითადად სტუმრობენ რუსეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, ტაილანდიდან, ემირატებიდან, ირანიდან და ა.შ.

რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებზე ისრაელის ომის გავლენას, ეკატერინე თორდიას განცხადებით, ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა შემცირებული იყო, თუმცა აპრილიდან ტენდენცია შეიცვალა და  მათი რაოდენობა მცირედით  გაიზარდა. 

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე KASS LAND-ი ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით