"შატო მუხრანის" ღონისძიებების ხელმძღვანელი თაკო შეროზია ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს.
მისი განცხადებით, გაიზარდა იმ უცხოელების რაოდენობა, რომელთაც საქართველოში ქორწილის გადახდა სურთ. როგორც შატო მუხრანში აცხადებენ, ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც.
„წელს გვესტუმრა ძალიან ბევრი უცხოელი წყვილი, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენთან ღონისძიების დაგეგმვა, განსაკუთრებით ქორწილის მიმართულებით. ასევე გაიმართა კონფერენციები და შეხვედრები. საქართველოს აქვს პოტენციალი, თავისი კულტურით წარმოაჩინოს თავი მსოფლიო ბაზარზე და დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერი და ღირსეული მასპინძელია რეგიონში. ძალიან კარგია, რომ უცხოელთა დაინტერესება იზრდება როგორც ქართული ღვინის, ისე ტურისტული ლოკაციების მიმართ და ველოდებით ძალიან ნაყოფიერ ტურისტულ სეზონს“,- განაცხადა შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელმა თაკო შეროზიამ.