logo
Loading data...

შიდა ქართლში, სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება

შიდა ქართლში, სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება

1712904694

შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის 8,2 კმ-მდე სიგრძის  მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება, არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება,  მოეწყობა ბორდიურები. პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც.

ჩატარებული სამუშაოები  არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3240 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია. სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის მარტში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” ტექნიკურმა დირექტორმა ალექსანდრე მიქიაშვილმა  დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.

 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით