logo
Loading data...

Nissan-ი და Mazda ჩინეთის ავტო ბაზარზე დაბრუნებას გეგმავენ

Nissan-ი და Mazda ჩინეთის ავტო ბაზარზე დაბრუნებას გეგმავენ

1714144020

იაპონური ავტომწარმოებლები Nissan და Mazda ჩინეთის კონკურენტულ ავტობაზარზე დაბრუნებას გეგმავენ.

Mazda-ს აღმასრულებელი დირექტორი მასაჰირო მორო ამბობს, რომ ეძებენ ჩინურ ბაზარზე გზებს, მაგრამ, ამასთან, ეს უნდა იყოს მდგრადი ტემპით დაბრუნება.

„ჩინეთი ახლა სუპერ კონკურენტუნარიანი ბაზარია. აქ 130-ზე მეტი ბრენდია კონკურენციაში. Mazda-სთვის წარმატების გასაღები არის ის, რომ შევძლოთ უფრო ჭკვიანი ტექნოლოგიების მიწოდება, ელექტრიფიკაცია, რაც აერთიანებს Mazda-ს უნიკალურ ღირებულებებს. მომხმარებლები ნახავენ, რომ Mazda არის ძალიან დიდი ბრენდი და მოუნდებათ მისი ყიდვა“ ,- ამბობს მასაჰირო მორო.

პეკინში გამართულ ჩინეთის უდიდეს ავტო შოუზე იაპონურმა ავტომობილების მწარმოებლებმა Nissan-მა და Mazda-მ თავიანთი უახლესი ელექტრო მანქანები (EV) წარმოადგინეს.

იაპონური ავტომობილების კომპანიები სულ რამდენიმე წლის წინ, ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უცხოური ბრენდი იყვნენ. თუმცა, ბოლო წლებში ისინი მომხმარებლების გარეშე დარჩნენ - მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მწარმოებლებმა, BYD-ის ხელმძღვანელობით, ბაზრის წილი პროგრამული უზრუნველყოფით დატვირთული ელექტრო მანქანებით მიიტაცეს.

ახლა, უცხოელი ავტომწარმოებლები იბრძვიან, რათა აჩვენონ, რომ შეუძლიათ აქტუალობის შენარჩუნება ამ ბაზარზე და ელექტრომობილებზე გადასვლის ზეწოლის ფონზე, ცდილობენ კონკურენტულობის შენარჩუნებას.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით