logo
Loading data...

Apple-მა ახალი iPad-ები და AI-ზე ორიენტირებული ჩიპი წარადგინა

Apple-მა ახალი iPad-ები და AI-ზე ორიენტირებული ჩიპი წარადგინა

1715266020

Apple-მა iPad-ის ახალი მოდელები წარადგინა, რომელთაგან ზოგიერთს შეიძლება, ახალი ჩიპი მოჰყვეს. ახალი ტექნოლოგია მიზნად ისახავს მოწყობილობებზე ხელოვნური ინტელექტის ამოცანები გაამარტივოს.

უახლესი პროდუქტი სარეალიზაციოდ გამოდის იმ ფონზე, როდესაც Silicon Valley-ის მძიმეწონიანი Big Tech კონკურენტები ახალ პროდუქტებს უშვებენ - ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ თავიანთ პროდუქტებსა და ბიზნესში AI ჩააშენონ და ბაზარზე დომინირება მოიპოვონ.

Apple ახალ iPad-ებს მაისში ხშირად წარადგენს ხოლმე - იმ დროს, როდესაც განათლებით დაკავებული პირები მომავალი სასწავლო წლის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, Apple-მა დაიწყო თავისი მაღალფასიანი მოდელების - iPad Pro-ს გარდაქმნა კრეატიული და ბიზნეს პროფესიონალებისთვის. ამ ტაბლეტებს ამჟამად Apple-ის ის დიზაინ ჩიპები გააჩნიათ, რომლებიც მანამდე, კომპანიის MacBook ლეპტოპებში გამოჩნდა. ახლა საუბარია იმაზე, რომ მოწყობილობები ახალი პროცესორით განახლდეს, რომელიც ოპტიმიზებული იქნება ხელოვნური ინტელექტის მუშაობისთვის. თუ რა ფუნქციები ექნება ახალ ჩიპებს, უფრო კონკრეტულად, Apple მომავალ თვეში, ყოველწლიური პროგრამული უზრუნველყოფის კონფერენციაზე ისაუბრებს.

Apple-ის კონკურენტებმა, როგორიცაა, Microsoft-მა და Alphabet-ის Google-მა ხელოვნურ ინტელექტზე თავდაუზოგავად იმუშავეს და ჩეთბოტები წარადგინეს, რომლებიც, მიზნად ისახავს ვირტუალური ასისტენტების როლი შეასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების აქციები რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა, Apple-ის წილი დღემდე 6%-ითაა დაცემული, რადგან ის ებრძვის iPhone-ის სუსტ მოთხოვნას და მკაცრ კონკურენციას ჩინეთში. ახლა ინვესტორები ელიან, როგორ გამოიყენებს კომპანია AI ტექნოლოგიას.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით