logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან მიმართებით სამი პირი დაჯარიმდა

GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან მიმართებით სამი პირი დაჯარიმდა

1755076163

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), შესაბამისი წარმოების ფარგლებში, სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების 3 ფაქტი გამოავლინა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამივე შემთხვევაში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ფიზიკურ პირს გააჩნდა, რის გამოც თითოეული მათგანი 10 000 ლარით დაჯარიმდა და მათ სააგენტოში განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების წარმოდგენა დაევალათ. საქმე ეხება FMCG, გათბობა-გაგრილების სისტემების რეალიზაცია-შეკეთებისა და შავი ლითონის ჯართით საბითუმო ვაჭრობის სექტორებს.

 ინფორმაციისთვის: სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი/პირები ჯარიმდება. GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

 GCCA-ის მიერ 2025 წელს, ორი კვარტლის მონაცემებით, ჯამში 10 528 ტრანზაქცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, თანხმობა გაიცა 11 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 შეტყობინებასთან დაკავშირებით საქმის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია.

გამოგვყევით