დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 569.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის წინასწარ მონაცემებს 17.7 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
"საქსტატმა" ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:
2024 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 85.8 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2024 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 54.4 პროცენტი შეადგინა.
2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
- გაერთიანებული სამეფო - 431.1მლნ დოლარი
- ნიდერლანდები - 230.9 მლნ დოლარი
- მალტა - 191.7 მლნ დოლარი
- თურქეთი - 110.3 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი - 83.9 მლნ დოლარი
- რუსეთი - 71.4 მლნ დოლარი
- აშშ - 71.3 მლნ დოლარი
- იაპონია - 64 მლნ დოლარი
- გერმანია - 56.2 მლნ დოლარი
- ისრაელი - 52.3 მლნ დოლარი
- დანარჩენი ქვეყნები - 206.3 მლნ დოლარი
რაც შეეხება სექტორებს, 2024 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 60.2 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 579.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 36.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 183.6 მლნ. აშშ დოლარით (11.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 182.0 მლნ. აშშ დოლარით (11.6 პროცენტი).