logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ქარელში 100 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა - ღირებულება ₾2.2 მლნ-ია

ქარელში 100 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა - ღირებულება ₾2.2 მლნ-ია

1754987714

საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში 100 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. 

პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.

შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ბაღის მშენებლობა უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, ქმნის ღირსეულ და თანამედროვე გარემოს ადგილობრივი ბავშვებისთვის.

ფონდის ინფორმაციით, ბაღის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 2.2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 

გამოგვყევით