logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დიდმა ბრიტანეთმა Lukoil-ზე სანქციების ამოქმედება 2026 წლის თებერვლამდე გადადო

დიდმა ბრიტანეთმა Lukoil-ზე სანქციების ამოქმედება 2026 წლის თებერვლამდე გადადო

1764319740

გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) ფინანსური სანქციების აღსრულების სამსახურმა (OFSI) ხუთშაბათს გასცა გენერალური ლიცენზია, რითაც რუსული ნავთობკომპანია PJSC Lukoil-ის შვილობილი კომპანიის, Lukoil International GmbH-ის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება 2026 წლის 26 თებერვლამდე გადაავადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გაერთიანებულმა სამეფომ ენერგოკომპანია სანქცირებულთა სიაში „რუსეთის (სანქციების) (ევროკავშირიდან გასვლის) 2019 წლის რეგულაციების“ ფარგლებში 15 ოქტომბერს შეიყვანა.

OFSI-ის მიერ გამონაკლისის დაშვებამდე, ფინანსური სანქციები ძალაში 28 ნოემბერს, შუაღამემდე უნდა შესულიყო. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს ხაზინამ დაიტოვა უფლება, ნებისმიერ დროს შეცვალოს, გააუქმოს ან შეაჩეროს აღნიშნული გენერალური ლიცენზია.

გამოგვყევით