logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Prada-მ Versace-ს ყიდვის პროცესი დაასრულა - გარიგების ოდენობა $1.38 მლრდ-ია

Prada-მ Versace-ს ყიდვის პროცესი დაასრულა - გარიგების ოდენობა $1.38 მლრდ-ია

1764754997

იტალიურმა მოდის სახლმა  Prada-მ დაადასტურა Versace–ს 1.38 მილიარდ დოლარად შეძენის პროცესის დასრულება, — აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

"Prada S.p.A. აცხადებს Versace–ს Capri Holdings–ისგან წარმატებით შეძენას, რეგულატორების ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

Capri Holdings–ი, რომელიც ასევე ფლობს  Michael Kors-ს და Jimmy Choo-ს განაცხადა, რომ მიღებული თანხა დავალიანებების გასასტუმრებლად იქნება გამოყენებული.

„ჩვენ ვთვლით, რომ ვაგრძელებთ გეგმას ბიზნესის სტაბილიზაციის მიმართულებით და ვქმნით მყარ საფუძველს, რათა 2027 ფინანსურ წელს ზრდას დავუბრუნდეთ,"- განაცხადა Capri Holdings–ის გენერალურმა დირექტორმა ჯონ აიდილმა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა Versace–ს გუნდს: „მინდა გამოვხატო მადლიერება Versace–ს მთელი გუნდის მიმართ მათი ერთგულებისა და შეტანილი წვლილისთვის. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო დონატელა ვერსაჩე, დარიო ვიტალე და ემანუელ გინცბურგერი — მათი უნიკალური ლიდერობისთვის. ვუსურვებ Versace–ს გუნდს წარმატებებს და მჯერა, რომ Prada არის იდეალური პარტნიორი, რომელიც ამ ლეგენდარულ ბრენდს ახალი ზრდის ეპოქაში შეიყვანს,"- განაცხადა ჯონ აიდილმა.

შეგახსენებთ, Versace 1978 წელს ჯანი ვერსაჩემ დააარსა. დღეს ბრენდის კრეატიული დირექტორი მისი და -  დონატელა ვერსაჩეა.

რაც შეეხება Prada-ს, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც ტანსაცმლის მწარმოებლებს შორის მე-16 ადგილს იკავებს, ფუფუნების საგნების ბაზარზე კი, საერთოდაც, ათეულში შედის. აღნიშნული კომპანია, ისევე, როგორც ფაქტობრივად ყველა სხვა მოდის სახლი მისი დამფუძნებლის, დიზაინერ მარიო პრადას გვარს ატარებს, რომელმაც Prada ჯერ კიდევ 1913 წელს დააფუძნა.

გამოგვყევით