logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-ს ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში Travel Tech ჰაკათონი გაიმართება

GITA-ს ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში Travel Tech ჰაკათონი გაიმართება

1764760799

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 13–14 დეკემბერს,  ბათუმის ტექნოპარკში, ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი გაიმართება, რომლის მიზანია ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნა ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებისთვის.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 16+ ასაკის ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან: სტუდენტებს, სტარტაპერებს, დეველოპერებს, დიზაინერებსა და ზოგადად ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს. მონაწილეები გუნდებად იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე, შექმნიან პროტოტიპებს და წარადგენენ მათ ჟიურის წინაშე.

გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10 000 ლარიან გრანტს, რომელიც იდეის განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, პროექტის პარტნიორი კომპანიები დააჯილდოებენ რჩეულ გუნდებს.

ღონისძიება ხელს უწყობს რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას და ახალგაზრდებისთვის ქმნის ინოვაციურ  და პრაქტიკულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს -  https://apps.mygita.ge/zs/R9CDCc

გამოგვყევით