logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ზარაფხანა" სრულიად ახალი კონცეფციის მაღაზიას ხსნის

ქართული საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ ფართოვდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ  განუცხადა, კომპანიის ახალი ფილიალი ლუბლიანას ქუჩაზე მიმდინარე თვის ბოლოს, წინა საახალწლოდ გაიხსნება.

„ეს იქნება სრულიად ახალი კონცეფციის მაღაზია ჩვენს ქსელში, რომელიც იქნება ART გალერეის ფორმარტის. ჩვენს მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს ადგილზე დახვდება როგორც „ზარაფხანას“ სამკაულები, ისე ჩვენ მიერვე დამზადებული სუვენირები. ცხადია, დათვალიერების გარდა, მსურველებს ჩვენი კონსულტანტები სასურველი ნივთის შერჩევასა და შეძენაშიც დაეხმარებიან“, - აღნიშნა „ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, კომპანიის გაფართოება ამით არ სრულდება და „ზარაფხანა“ თბილისში კიდევ ერთ ფილიალს 2026 წელს გახსნის.

„სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისშივე გავხსნით ერთ ფილიალს საბურთალოს „სითი მოლში“.ამასთან, ვგეგმავთ რეგიონის მასშტაბით გაფართოებასაც და სავარაუდო ადგილად ქუთაისს მოვიაზრებთ“, - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.

ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 4 ფილიალს ფლობს, აქედან 3 მაღაზია თბილისში, 1 კი - ბათუმში მდებარეობს.

გამოგვყევით