logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ქართულმა ბანკებმა ივნისში, წინა თვესთან შედარებით ₾1.30 მლრდ-ით მეტი სესხი გასცეს

ქართულმა ბანკებმა ივნისში, წინა თვესთან შედარებით ₾1.30 მლრდ-ით მეტი სესხი გასცეს

1785168060

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის 75.43 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.30 მილიარდი ლარით (1.75%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.41% -ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.47% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 985.05 მლნ ლარით (2.29%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.13 მლნ ლარით (1.00%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.58%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ივნისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.41 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.45%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.42 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.03%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.55 %-ით მეტი).

2026 წლის ივნისის განმავლობაში 1.78%-ით, ანუ 701.19 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 40.11 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.37% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით).

გამოგვყევით