Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - UI/UX დიზაინის კურსებიდან ციფრულ პროდუქტებამდე გრძელდება. როგორ იქცა მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად, რა როლი შეასრულა დიზაინერულმა ხედვამ ახალი პროდუქტების განვითარებაში? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ნაზი ფოლადაშვილია.
"კმაყოფილი ვარ, რომ ავირჩიე კიბერუსაფრთხოება, რადგან დღეს არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების მიმართულებით უფრო მეტად განვვითარდი და უფრო მეტად დავიცავი საკუთარი თავიც.
მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ტექნოლოგიური სფერო მაინც ყოველთვის მაინტერესებდა. წლების განმავლობაში, ადმინისტრაციული კუთხითაც ვიმუშავე. ვმუშაობ კიდეც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და შემდგომ უკვე, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კიბერუსაფრთხოება დგას, 40+ ასაკში დავინტერესდი ამ სფეროთი და დავიწყე მისი შესწავლა.
კურსი გავიარე Skillwill-ში, რადგან მანამდეც მქონდა BACK END-ის მიმართულებით PYTHON-ის კურსი გავლილი და ის მეთოდოლოგია და სწავლების პროცესი, რაც Skillwill-ს აქვს ჩემთვის მისაღები, საინტერესო იყო. ვისწავლე საკმაოდ მრავლისმომცველი საკითხები, რაც კიბერუსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა მანამდე, საფუძველი პიროვნებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პროგრამირების, ქსელური უსაფრთხოების მიმართულებით - იქნება ეს პერსონალური მონაცემების დაცვა თუ სხვ.
ლექციები საკმაოდ საინტერესო იყო. ცხადია მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც. შევისწავლე ლინუქსთან ურთიერთობა, ვებ აპლიკაციების მოწყვლადობა და ა.შ. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ტესტირების ეტაპს მოიცავდა - გარკვეულ სისტემებში ვახდენდით შეღწევას, ე.წ. საიტების გატეხვას, მონაცემების წამოღებას გარკვეული საიტებიდან და ა.შ. ეს ყველაფერი შევისწავლეთ, რადგან ის ჩვენი სისტემები, რომლებიც კომპანიას გააჩნია, კერძო იქნება ის თუ საჯარო, დაცული იყოს შეტევებისგან და ჰაკერმა ვერ მიიღოს წვდომა ჩვენს პერსონალურ ინფორმაციაზე.
თავიდან, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ბარიერები, ცოტა თითქოს შემეშინდა, რადგან არ ვერკვეოდი ამ სფეროში, მაგრამ მოტივაცია და მიზანი, სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ამან გადაძლია და დღეს კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილების მიღებით.
სწავლა არის უწყვეტი პროცესი, მიუხედავად იმისა თუ რა ასაკში იქნება პიროვნება, ნებისმიერ დროს შეუძლია კიბერუსაფრთხოების შესწავლა იქნება, თუ სხვა სფერო. მთავარია, მას ჰქონდეს მოტივაცია, მიზანი და ამ მიზნის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფუძველი უკვე გამაჩნია, კვლავ განვაგრძობ სწავლას კიბერუსაფრთხოების სფეროში და ვგეგმავ მომავალში ავიღო საერთაშორისო სერტიფიკატები და მსურს დავკავდე ამ საქმიანობით,"-აცხადებს ნაზი ფოლადაშვილი.