logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დღევანდელმა მოსმენამ დაგვანახა, რომ ფასების კლების რესურსი არის" - ნინო წილოსანი

 დღევანდელმა მოსმენამ დაგვანახა, რომ ფასების კლების რესურსი არის და ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესის კეთილი ნების და თავად ამ პროცესის საბოლოო შედეგი უნდა იყოს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქეშბექები და ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადი  რადიკალურად ცდება სახელმწიფო გადასახადების სისტემას.

"ჩვენ მოვუსმინეთ ხორც-პროდუქტების, რძის და კვერცხის მწარმოებლებს. ესენი არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობის არიან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან ისინი სასურსათო უსაფრთხოების დიდ ნაწილს უზრუნველყოფენ. იმ პირობებში, როდესაც სასურსათო პროდუქტების თვით უზრუნველყოფა საკმაოდ დაბალი გვაქვს ეს  მწარმოებლები განსაკუთრებულ აქცენტს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ძირითადი კითხვები მიემართებოდა იმას თუ როგორია ფასნამატი, რითაც საბოლოოდ მომხმარებელი ყიდულობს მათ პროდუქციას და ასევე, იყო კითხვები თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი წარმოება გაფართოვდეს და თვითუზრუნველყოფის ხარისხი გაიზარდოს. 

შთამბეჭდავი იყო ის, რაზედაც ისინი საუბრობდნენ - ვგულისხმობ ფასის წარმოქმნის პროცესში ქეშბექები და ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადი, რომელიც რადიკალურად ცდება იმ სახელმწიფო გადასახადების სისტემას, რომლითაც საბაზისოდ და წესით მარტო ამით უნდა იფარგლებოდეს სუპერმარკეტების ქსელი. რა თქმა უნდა, არ მინდა, რომ წინასწარ გავაკეთო დასკვნები. ჩვენ გვექნება ქსელების წარმომადგენლების მოსმენა", - აცხადებს ნინო წილოსანი. 

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა  გაიმართა.

ეკონომიკა

გამოგვყევით