დიღომი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. ეს ტერიტორია დღეს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საცხოვრებელ ლოკაციად ითვლება. ამ ცვლილების ნაწილია არქი რივერთაუნიც, ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, დახურულ პრემიუმ უბანში შენდება.
არქი რევერთაუნის პროექტი დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი “ქალაქი ქალაქში” კონცეფციით შეიქმნა. კომპლექსის ტერიტორია ისეა დაგეგმილი, რომ მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდეთ თითქმის ყველა ყოველდღიური საჭიროება პირდაპირ ადგილზე დაიკმაყოფილონ, იქნება ეს ვარჯიში, მუშაობა თუ შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრა. პირდაპირ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება პირველადი საჭიროების დაწესებულებები, მათ შორის სუპერმარკეტი და აფთიაქი.
მობინადრეებისთვის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა კომპლექსის გარეთაც მარტივად ხელმისაწვდომია. დიღომი 8-დან ფეხით 3 წუთის მანძილზეა დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, სუპერმარკეტებით, მაღაზიებით, აფთიაქებითა და გასართობი სივრცეებით (მათ შორის კინოთეატრი Cavea). აქვეა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები და რამდენიმე საბავშვო ბაღი.
არქი რივერთაუნი დაბალი განაშენიანების პროექტია, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. ელიტური კომპლექსის თითო ბლოკში მხოლოდ ხუთი სართულია გათვლილი. ბლოკ A-ში სულ 25 ბინაა. კომპლექსი მათთვის შენდება, ვინც დედაქალაქის ცენტრის ხმაურს გაურბის და ნაკლებად დატვირთულ, მშვიდ გარემოს ეძებს, თუმცა ქალაქთან სიახლოვის დათმობაც არ სურს.
საცხოვრებელ კომპლექსს 5,000-დან 8,000-მდე კვადრატულ მეტრამდე ეზო ექნება გარშემორტყმული. ლანდშაფტის არქიტექტორებმა თითითოეული სარეკრეაციო ზონის დიზაინი ისე შეიმუშავეს, რომ დაებალანსებინათ ბუნებრივი სიმწვანე და ჯანსაღი აქტივობებისთვის სპეციალურად მოწყობილი გარე ტერიტორიები.
კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე ასევე განთავსდება საცურაო აუზი, სპა, ველნეს-ცენტრი და სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი. ხოლო მათთვის, ვინც სუფთა ჰაერზე ვარჯიშს ანიჭებს უპირატესობას - ფეხბურთის, კალათბურთისა და პადელის სპორტული მოედნები. ეზოში ასევე მოეწყობა სასეირნო ბილიკები სპეციალური განათებით.
არქი რივერთაუნი მათთვისაა, ვინც ეძებს ბინებს თბილისში კომპრომისების გარეშე: პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც თან ქალაქის ხმაურსა და დატვირთულ გარემოს არიდებს ადამიანს და, თან, ამ გარემოსთან მარტივ კავშირს სთავაზობს.
რა მასალებით შენდება საცხოვრებელი შენობა, პირდაპირ განსაზღვრავს კომპლექსში ცხოვრების ხარისხს. არქი რივერთაუნის კედლები YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა ბლოკებით შენდება. სტანდარტულ ბლოკთან შედარებით, YTONG-ის ბლოკები დაახლოებით ექვსჯერ უფრო ენერგოეფექტურია, ანუ ზამთარში ბინა სითბოს ინარჩუნებს, ზაფხულში კი სიგრილეს. ამას, პრაქტიკულის გარდა, ეკონომიკური უპირატესობაც აქვს: ბინა, სადაც უკეთესი იზოლაციაა, საშუალოდ 40%-მდე ნაკლებ ენერგომოხმარებას საჭიროებს და კომუნალური გადასახადებიც სტანდარტულზე დაბალია.
თბოიზოლაციის ეფექტურობას აძლიერებს დაბალემისიური მინის ფანჯრებიც - სარკისებრი საფარი ბინაში სითბოს აკავებს, მაგრამ ნაწილობრივ ბლოკავს მზის სხივებს. ბინაში ნარჩუნდება ბუნებრივი განათება, მაგრამ ტემპერატურა არასდროსაა შემაწუხებლად მხურვალე, ზაფხულშიც კი.
აღსანიშნავია ისიც, რომ არქისა და მცხოვრებელს შორის ურთიერთობა ბინის შეძენის შემდეგ არ სრულდება. კომპანია კომპლექსის მცხოვრებლებს რამდენიმე საინტერესო მომსახურებას სთავაზობს.
ერთ-ერთია არქი ქარდი - ფასდაკლების ბარათი, რომლის მფლობელიც 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში სპეციალური ფასებით სარგებლობს ტექნიკაზე, ავეჯზე, სარემონტო მასალებზე თუ დეკორისთვის საჭირო ნივთებზე, ასევე სხვადასხვა დაწესებულებებსა და მომსახურებაზე.
არქი ფიქსი სერვისია, რომელიც არქის პროექტების მაცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.
კომპანიას აქვს ასევე არქი რენთის სერვისიც, რომელიც ბინის მფლობელს დაეხმარება უძრავი ქონების მომგებიანი პირობებით გაქირავებაში - მოამზადებს შეთავაზებას პოტენციური მოიჯარეებისთვის და ითავებს მოლაპარაკებებს სასურველ მომხმარებლებთან.