logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

1774882877

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილეებთან ერთად, წარმატებული თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დააჯილდოვა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და ერთგულებისათვის.

„ეს სამსახური არის ძლიერი ინსტიტუტი, თუმცა მისი მთავარი საყრდენი ადამიანები არიან - პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღიურად უკომპრომისოდ იცავენ სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. თქვენ მოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. სწორედ ეს პრინციპები ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომელზეც დგას სახელმწიფოს ფინანსური უსაფრთხოება.  დღევანდელი დაჯილდოება არ არის მხოლოდ სიმბოლური აქტი. ეს არის ჩვენი გულწრფელი მადლიერება თქვენი თავდადებისთვის, შეუპოვრობისათვის და ღირსეული სამსახურისთვის. თითოეული ჯილდო ასახავს კონკრეტულ ისტორიას - პროფესიულ სიმტკიცეს, რთულ ვითარებაში მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, გუნდურ მხარდაჭერას და მაღალ სტანდარტებს, რომელსაც ყოველდღიურად ამკვიდრებთ. “-განაცხადა მიხეილ მაღლაკელიძემ.

დაჯილდოების ფარგლებში გაიცა  სამკერდე მედლები 10, 15, 20 წლიანი ღირსეული სამსახურისთვის, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ასევე სამსახურის ხელმძღვანელობამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვასა და თანამშრომელთა წახალისებას.

გამოგვყევით