logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა

1774862078

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, პირველი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ.

კერძოდ, გაძვირებამდე სამომხმარებლო ტარიფები შემდეგნაირია:

თბილისი – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 15.041 თეთრი;

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 19.053 თეთრი;

301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.537 თეთრი;

რეგიონები – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრციხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 14.731 თეთრი;

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 18.708 თეთრი;

31 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.227 თეთრი;

1tv.ge 

გამოგვყევით