logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო, როგორც რესტორნებისთვის, ისე სასტუმროებისთვის პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია"

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო როგორც რესტორნებისთვის, ისე სასტუმროებისთვის პროგნოზების გაკეთება და რაიმეს დაგეგმვა შეუძლებელია, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძრავნელმა შოთა ბურჯანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისი თქმით, მარტის ჯავშნები გაუქმებულია და სავარაუდოდ, აღნიშნული ტენდენცია აპრილის თვეშიც გაგრძელდება.

"იქიდან გამომდინარე, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ არის მარტივი თემა და ეს მსოფლიო ბიზნესსა და ეკონომიკაზე ახდენს გავლენას - რა თქმა უნდა, ტურიზმზეც პირდაპირი დარტყმაა. იმ ქვეყნებს, რომლებსაც საქართველო მასპინძლობდა - პირველ რიგში ისრაელი, საიდანაც დიდი რაოდენობით ტურისტი ჩამოდიოდა, ახლა ტურისტების შემცირების ტენდენცია ეტყობა როგორც დედაქალაქს, ისე ბათუმს. სამწუხაროდ, ამ პროცესებს არ უჩანს მარტივი დასასრული და აქედან გამომდინარე, როგორც რესტორნებისთვის, ისე სასტუმროებისთვის პროგნოზების გაკეთება და რაიმეს დაგეგმვა შეუძლებელია. მარტის ჯავშნები გაუქმდა. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის და შემდეგ თვეებში ჯავშნები ჯერჯერობით არ გაუქმებულა, რადგან ყველა ელოდება სიტუაციის დასტაბილურებას და ფრენების აღდგენას, თუმცა ჩემი აზრით, გაუქმების ტენდენცია აპრილშიც გაგრძელდება", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან  საქართველოში დაგეგმილი იყო ღონისძიებების ჩატარება, რაც ასევე, აგვისტოს თვეში გადავადდა. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. 

გამოგვყევით