logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კომპანიის გაყიდვები გაიზარდა - მოთხოვნადი გახდა ეგზოტიკური ყვავილები" - Flowers.ge

მარტის თვე საკმაოდ აქტიურია ჩვენთვის და დღესასწაულებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყვავილებზე მოთხოვნა დაახლოებით, 5-10%-ით არის გაზრდილი. მოთხოვნიდან გამომდინარე ბევრად უფრო მრავალფეროვანი ხდება ყვავილების არჩევანი. ყვავილების ბაზარზე ადრე თუ ვარდი იკავებდა ძირითად წილს, ახლა ეგზოტიკური და სხვადასხვა ჯიშის ყვავილებიც მოთხოვნადი ხდება, - , - ამის შესახებ Flowers.ge-ს ფინანსურმა დირექტორმა თამაზ იმნაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, ფასები მნიშვნელოვნად არ დაკორექტირებულა და ფაქტობრივად იგივე მაჩვენებლები იყო.

"გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა, რადგან ისეთი სეზონი მოდის ამ დროს ყველაზე დიდი დატვირთვა არის ხოლმე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძირითადად ჰოლანდიიდან შემოგვაქვს ყვავილები, თუმცა ასევე, ადგილობრივი მწარმოებლებისგან ვიბარებთ.

ამ ეტაზე, გაფართოების კუთხით კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, თუმცა ახალი ფილიალების დამატების საკითხი ყოველთვის აქტუალურია ჩვენთვის. ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვართ თბილისსა და ბათუმში და გეგმებში გვაქვს, რომ ახალი სავაჭრო ობიექტი დავამატოთ თბილისში", - აცხადებს თამაზ იმნაძე. 

ცნობისთვის, Flowers.ge-ს ამ ეტაპზე ორი ფილიალი აქვს. კერძოდ, თბილისსა და ბათუმში. ყვავილები კი ნიდერლანდებიდან შემოაქვს.

გამოგვყევით