15 აპრილიდან საერთაშორისო პლატფორმებზე "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის" ბარათებით ლარში გადახდისას საკომისიო ამოქმედდება. ინფორმაცია ამის შესახებ, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა მომხმარებლებს უკვე გაუგზავნეს. ეროვნულ ვალუტაში განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე ტარიფის ოდენობა იქნება 1,5% - მაქსიმუმ 10 ლარი. 5 ლარამდე ტრანზაქციებს კი საკომისიო არ შეეხება. უცხოურ პლატფორმებში შედის ისეთი საიტები და აპლიკაციები როგორიცაა: Temu, PayPal, Wizzair, Turkish Airlines და სხვა.
ამასთან, საკომისიო არ გავრცელდება ტაქსის თუ მიტანის სერვისის უცხოური კომპანიების ადგილობრივ გადახდებზე. (Bolt, Glovo, Wolt, Bolt Food და ა.შ.)
იმისათვის რომ არ მოგიწიოთ აღნიშნული პროცენტის გადახდა, კომერციულ ბანკებში მომხმარებლებს ურჩევენ თუ ონლაინ პლატფორმას ამის შესაძლებლობა აქვს, ლარის ნაცვლად უცხოური ვალუტა აირჩიონ.