ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 3.75 პროცენტზე უცვლელად დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ნაწილი შემცირებას ელოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
რეგულატორის განცხადებით, მთავარი გამოწვევა კვლავ ინფლაციაა, რომლის ზრდის რისკი ენერგომატარებლების გაძვირებასთან ერთად ისევ აქტუალური გახდა. ფინანსურ ბაზრებზე უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ საჭიროების შემთხვევაში ბანკი შესაძლოა განაკვეთის ზრდაზეც გადავიდეს, რაც სესხების გაძვირებას და ეკონომიკური აქტივობის დამატებით შეზღუდვას გამოიწვევს.
ექსპერტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება უახლოეს პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია.
თამარ გაზდელიანი