ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 35%-ით გაიზარდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა სპარსეთის ყურეში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა გამოიწვია.
„გარდიანი“ წერს, რომ გაურკვევლობა იზრდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა ენერგომომარაგებაზე, რადგან დღეს დილით, ირანის უდიდეს ბუნებრივი აირის საბადოზე თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, თავდასხმები დაფიქსირდა კატარსა და ქუვეითში.
ომის დაწყების დღიდან დღემდე ევროპაში გაზის ფასი 60%-ით არის გაზრდილი.
1tv.ge