logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ათწლეულების განმავლობაში პატრიარქი იყო ქვეყნის ერთიანობის და მშვიდობის სიმბოლო" - "ენერგო-პრო ჯორჯია"

"ათწლეულების განმავლობაში პატრიარქი იყო ქვეყნის ერთიანობის და მშვიდობის სიმბოლო" - "ენერგო-პრო ჯორჯია"

1773828738

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია" სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია“ მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ის გარდაცვალების გამოუზომოა მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერი გაძლიერების, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.

ათწლეულების განმავლობაში პატრიარქი იყო ქვეყნის ერთიანობის და მშვიდობის სიმბოლო, რომლის სიბრძნე და სიყვარული მუდამ დარჩება ჩვენი ერის მეხსიერებაში. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას და მის უწმინდესობასთან სულიერ კავშირში მყოფ თითოეულ ადამიანს,"-ნათქვამია "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

შეგახსენებთ, გუშინ, 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გამოგვყევით