საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე სოციალურ ქსელ Linkedin-ზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება არის უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა განუყოფელად უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიას — იგი იყო ჩვენი სულიერი სიმტკიცის, ეროვნული ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო, რომელიც ურთულეს პერიოდებში ერის გამაერთიანებელ ძალად გვევლინებოდა.
პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურის, განათლებისა და სულიერი ღირებულებების შენარჩუნებასა და განვითარებაში განუზომელია. მისი შეუფასებელი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და საზოგადოების მორალური საფუძვლების გაძლიერებაში სამუდამოდ დარჩება ქვეყნის ისტორიაში. მისი სიტყვა, სიბრძნე და სიყვარული ადამიანების მიმართ მრავალი თაობისთვის იქცა იმედის, რწმენისა და სულიერი სიმშვიდის წყაროდ. მისი უკვდავი სახელი და დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულებში — როგორც ქვეყნის სიყვარულის, შემწყნარებლობისა და ადამიანური ღირსების უმაღლესი მაგალითი….,"-წერს სოსო ფხაკაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.